• Knauf.ge
  • Knauf.ge
  • Knauf.ge
  • Knauf.ge
  • Knauf.ge

knauf.com | საიტის რუკა | კონტაქტი
------------------------------------------------------

ერთად გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული!

გამოთვალეთ პროდუქციის ხარჯი
რემონტისთვის და
მოსაპირკეთებელი
სამუშაობისთვის

კნაუფს, ალბათ არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. დღეს ხომ კნაუფის ნდუსტრიული ჯგუფი მოიცავს 200-მდე საწარმოს 50 ქვეყანაში. და ყველა ქვეყანაში, სადაც იყიდება ჩვენი პროდუქცია, კნაუფი არის ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის სინონიმი. ამიტომაც ყოველი ჩვენი პროდუქტი ცალკე აღნიშვნის ღირსია – როგორც მშრალი მშენებლობის თანამედროვე სისტემები, ასევე მშრალი სამშენებლო ნარევები, სალესილე მანქანები, თბო და ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალები.

ბევრი კითხულობს: `რაში არის კნაუფის ლიდერობის რეცეპტი?~ პასუხი ადვილია – ჩვენ ვფიქრობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე და რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე.

მუშაობისადმი ამგვარი დამოკიდებულება უზრუნველყოფს კნაუფის წამყვან პოზიციებს მშენებლობისა და დიზაინის სფეროში. როდესაც თქვენ ირჩევთ კნაუფს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – მაღალი ინოვაციური პოტენციალი მოგცემთ რთული პროექტების რეალიზაციის საშუალებას და რაც მთავარია, მოკლე ვადებში.

ყოველი ახალი პროდუქტის დამუშავებისას ჩვენი სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მოწინავე ტექნოლოგიებზე ორიენტაცია საშუალებას მისცემს მრავალ მომხმარებელს უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი მუდმივი ფასეულობები, როგორიცაა – საოჯახო კეთილდღეობა, სიმყუდროვე და თანამედროვე სახლის კომფორტი.

კნაუფი ტრადიციულად გამოიყენებისთავის მდიდარ გამოცდილებას, რათა უზრუნველყოს მშენებლობის და ცხოვრების ხარისხის უმაღლესი სტანდარტები. მშენებლობისა და რემონტის საკითხები ყოველთვის არის ძალზე მნიშვნელოვანი და ხშირად პრობლემატური თემები. თავის მუშაობაში კნაუფი ეყრდნობა ხარისხის მაღალ სტანდარტებს და მასალების საიმედოობას. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ხელმისაწვდომი ფასები ჩვენი პროდუქციის მთელ სპექტრზე. ჩვენ მუშაობაში ვითვალისწინებთ არა მარტო პრიორიტეტულ ეროვნულ პროექტებს, არამედ პირველ რიგში, პირადად თქვენს ინტერესებს. ჩვენი პროდუქციის ხარისხი მის ღირებულებაზე მაღალია, ამაში თქვენ დარწმუნდებით კნაუფის პროდუქციის შეძენისას. ჩვენ გთავაზობთ ფართო არჩევანს თქვენი სახლის სიმყუდროვისთვის.

ერთად გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული!

 

დოქტორი გერდ ლენგა  (Dr. Gerd Lenga)

დსთ-ს ქვეყნების კნაუფის ჯგუფის

გენერალური დირექტორი