• Knauf.ge
  • Knauf.ge
  • Knauf.ge
  • Knauf.ge
  • Knauf.ge

knauf.com | საიტის რუკა | კონტაქტი
------------------------------------------------------

პოსტ-რელიზი - KNAUF

გამოთვალეთ პროდუქციის ხარჯი
რემონტისთვის და
მოსაპირკეთებელი
სამუშაობისთვის

პოსტ-რელიზი 

2010 წლის 6 ივლისს ქ. თბილისში შედგა კნაუფის მაღალხარისხიანი თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების ქარხნის ექსპლოატაციაში გაშვების საზეიმო ცერემონია. უკვე მიმდინარე წელს შპს “კნაუფ გიპს თბილისი” გეგმავს გამოუშვას ქართულ ბაზარზე და საექსპორტოდ ამ პროდუქციის დაახლოებით 4 მლნ. კვ. მ. კნაუფის ფილები გამოიყენება ოთახებსშორისი ტიხრების და შეკიდული ჭერების მოწყობისათვის ოთახების შიდა მოპირკეთებისას.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ და საქართველოში გერმანიის ელჩმა ორტვინ ჰენიგმა. საზეიმო გახსნის წინა დღეს დსთ-ში, საქართველოსა და მონღოლეთში კნაუფის ჯგუფის გენერალური მმართველი, დოქტორი გერდ ლენგა, შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს და აცნობა მას კნაუფის სამშენებლო მასალების წარმოების განვითარების გეგმები საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისათვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კარგი პერსპექტივების შესახებ, რისთვისაც საჭირო იქნება სულ უფრო მეტი და მეტი თანამედროვე სამშენებლო მასალა.

ქარხნის გახსნაზე თავის გამოსვლაში დოქტორ ლენგამ აღნიშნა, რომ “ყიდვის მომენტისათვის 2008 წელს საწარმო იყო სავალალო მდგომარეობაში, და რთული წარმოსადგენი იყო, რომ ასეთ მოკლე ვადაში შესაძლებელი იქნებოდა მისი გარდაქმნა თანამედროვე საწარმოდ, მაგრამ, როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი: “ქვა მძიმეა სანამ ადგილზე დევს, გაწევ - გამსუბუქდება”.

 


საერთო ძალისხმევით ქვა ადგილიდან დაძვრეს სპეციალისტებმა გერმინიიდან და უკრაინიდან ადგილობრივ პერსონალთან ერთად. მათ ერთად ჩაატარეს უდიდესი სამუშაო საწარმოო ხაზიის რეკონსტრუქციაზე. და ამის გამო დღეს, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”. ქარხნის გახსნამდე ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა დოქტორ ლენგამ განაცხადა, რომ მომავალში ბაზრის ხელსაყრელი განვითარების შემთხვევაში საწარმო ასევე გამოუშვებს მშრალ სამშენებლო ნარევებს.

 


რეკონსტრუქციის შემდეგ “კნაუფ გიპს თბილისი” შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც კნაუფი უყენებს საწარმოებს. საწარმოს შეძენასა და რეკონსტრუქციაში ინვესტირებული იყო 20 მლნ. ევროზე მეტი, მშენებლობის პროცესშია ასევე ახალი თაბაშირის ქარხანა, რომელშიც ინვესტიციები შეადგენენ კიდევ დაახლოებით 5 მლნ. ევროს


ჯგუფი კნაუფი საქართველოში წარმოდგენილია უკვე 12 წელი. და თუ დასაწყისში ეს იყო უბრალოდ კნაუფის პროდუქტების მოწოდება საზღვარგარეთიდან, 2006 წლიდან საქართველოში უკვე მუშაობს მარკეტინგული საწარმო შპს “კნაუფ მარკეტინგ თბილისი”, რომელიც დაკავებულია, როგორც კნაუფის სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტით, ასევე ბაზრის კონიუქტურის და მოთხოვნილების შესწავლით, ის ატარებს ტრენინგებს, სემინარებს და ვორკ-შოპებს არქიტექტორებისათვის, მშენებლებისათვის, სტუდენტებისათვის. საქართველოში კნაუფის ჯგუფის მარკეტინგული კვლევების შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოში წარმოების დაწყების აუცილებლობის შესახებ.

დაწვრილებითი ინფორმაცია კნაუფის საერთაშორისო ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.knauf.ge , www.knauf.com ან დარეკოთ ნომერზე +995 32 24 25 02 (03)